logo
ENG



"ცუდი დღეა პუტინისთვის" - კულება უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე

21 აპრ 202413:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/21/34xsc6b82hdujis.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

მისი თქმით, ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გაბედა დაეჯერებინა, რომ ამერიკას შეუძლია მერყეობა უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით.

"ცუდი დღეა პუტინისთვის. ცუდი დღეა ყველასთვის, ვინც გაბედა დაეჯერებინა, რომ ამერიკას შეუძლია მერყეობა, როცა საქმე ეხება იმას, თუ რისკენ და ვისკენ დგას.

ჩვენ მადლობელი ვართ აშშ- წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე მხარის წევრების, უკრაინის დახმარების შესახებ დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობა აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა.

ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, რომელსაც ხელს მოაწერს პრეზიდენტი და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ", - წერს კულება სოციალურ ქსელში.

გუშინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს. 


close დახურვა